ახალი ამბები

არსებობს მზაობა უბნების გადათვლასთან დაკავშირებით – კობახიძე

4 ნოემბერი, 2020 • 940
არსებობს მზაობა უბნების გადათვლასთან დაკავშირებით – კობახიძე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ხმების გადათვლასთან დაკავშირებით მზაობა არსებობს.

„რაც შეეხება გადათვლას, ამასთან დაკავშირებით ჩვენს გვქონდა კონსულტაციები და მზაობა ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს – გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე, რომ მოხდეს უბნების გადათვლა.

მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ოქმს აწერს ხელს კომისიის ყველა წევრი, მათ შორის, ოპოზიციის დანიშნული, ამის მიუხედავად, მე რამდენადაც ვიცი, ცესკოს ამის მზაობა აქვს და, შესაბამისად, ეს იქნება უზრუნველყოფილი“, – ამბობს კობახიძე.

არჩევნების შემდეგ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც საკმრისი ხმა დააგროვა, ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე. პარალელურად, ოპოზიციაში ამბობენ, რომ გეგმავენ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს, რომლის მთავარი მოთხოვნაც ვადამდელი არჩევნები იქნება.

რაც შეეხება უბნებს, ISFED ამბობს, რომ მათი პარალელური დათვლის (PVT) თანახმად, უბნების 8%-ზე დაფიქსირდა დისბალანსი შემაჯამებელ ოქმში.

დაუბალანსებელი ოქმების მიზეზი ადამიანური შეცდომაა – კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.