ვაკის პარკი ქალაქის განსაკუთრებული ადგილია. უკვე რამდენიმე ათწლეულია, სარეკრეაციო ზონა სხვადასხვა თაობის ადამიანების ბავშვობის დაუვიწარ მოგონებებს უკავშირდება. დედაქალაქის ყველაზე ცნობილი პარკის მშენებლობა, 1946 წელს დაიწყო და მწვანე ზოლის შესაქმნელად 200 ჰექტარი გამოიყო. ამ ადგილს კულტურული ძეგლის სტატუსიც კი აქვს მინიჭებული.
ვაკის პარკი და ჭავჭავაძის პროსპექტი ფართო კიბეებით უკავშირდება ერთმანეთს. კიბე განლაგებულია პარკის მთავარ ღერძზე, რომელსაც შადრევნების მთელი კასკადი აგრძელებს. პარკის ცენტრული ღერძი ქედზე მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი დიდების მემორიალით სრულდება. პარკის ცენტრალური ნაწილი შადრევნითა და მრგვალი აუზით არის გამოყოფილი. აქ საბავშვო ქალაქი, ღია კინოთეატრი, კაფე-ბარები და რესტორანია განთავსებული. სამხრეთ-დასავლეთით კი პარკი მიხეილ მესხის სტადიონით ბოლოვდება. ვაკის პარკთან მდებარე საბაგირო გზა, რომელიც პარკს კუს ტბასთან აკავშირებს. ასევე, აქედან ტბამდე საფეხმავლო ბილიკითაც შესაძლებელია ასვლა.
ამ ადგილის მთავარი ხიბლი წითელი ქვიშით მოპირკეთებული სავალი გზებია, რომელიც ნებისმიერ სეზონსა თუ ნებისმიერ ამინდში განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. ვაკის პარკი წლების განმვალობაში არ შეცვლილა, ამის მიზეზი კი ალბათ ის არის, რომ ამ დრომდე არასოდეს მომხდარა სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია.
გასულ წელს, თბილისის მერიამ გამოცხადდა კონკურსი, ვაკის პარკის რეაბილიტაციის წინასაპროექტო კვლევისა და ფუნქციური ზონირების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე, რომელის მიზნად ისახავდა ისეთი პროექტის შედგენას, რომელიც არ დაარღვევდა პარკის ისტორიულ სახეს. ამ ზაფხულს კი ცნობილი გახდა, რომ ვაკის პარკის რეაბილიტაცია სექტემბრის თვიდან დაიწყებოდა, ხოლო მერიის მიერ დამტკიცებულ პროექტს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „დაგი“ განახორციელებდა.
პროექტის მიხედვით, რეაბილიტირებუილი ვაკის პარკი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყობა განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები. რეაბილიტირებული სივრცე მიმზიდველი იქნება ყველა თაობის ადამიანისთვის.
სამშენებლო კომპანია „დაგი“, უკვე 20 წელზე მეტია სამშენებლო ბიზნესშია. დაარსებიდან დღემდე, კომპანიას 300-ზე მეტი პროექტი აქვს შესრულებული საქართველოს ტერიტორიაზე. „დაგის“ სახელს უკავშირდება ამბროლაურის აეროპორტი, სასტუმრო „მუზეუმი“, „შილდას“ ღვინის ქარხანა, სათაფლიის ნაკრძალი, სასტუმრო „ანაკლია“, ქუთაისის ოპერის თეატრი, ვანის მუზეუმი, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია, თბილისის მეგა სკოლა, კომაროვის სკოლის ფილიალი ბათუმში, და მრავალი სხვა უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი.
ისტორიული ვაკის პარკის რეაბილიტაცია გასულ თვეში დაიწყო და როგორც ამ ეტაპზე ცნობილია, 2021 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ამის შემდეგ კი, სარეკრეაციო ზონა კიდევ მრავალი თაობის ბავშვების საუკეთესო მოგონებებს შეინახავს.