ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევი გახარიას არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვებას ულოცავს

1 ნოემბერი, 2020 •
ალიევი გახარიას არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გიორგი გახარიას მიულოცა 31 ოქტომბრის საპარლამეტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება.

“ილჰამ ალიევსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრისას ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთოებებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობა ავრცელებს.

საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, სადაც წინასწარი, ოფიციალური ცნობით, მმართველი გუნდი იმარჯვებს, ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი გაყალბებულად და, შესაბამისად, არალეგიტიმურად მიიჩნევს. დღეს, პირველ ნოემბერს თბილისში გამართულ აქციაზე ოპოზიციურმა ძალებმა 8 ნოემბერს მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი