ახალი ამბები

არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგს – “ლელო”

1 ნოემბერი, 2020 • 702
არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგს – “ლელო”

“ლელო” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. პარტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ “ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების წინა პერიოდში და არჩევნების დღესაც ამომრჩევლის დაშინებისა და მოსყიდვის ხერხებს მიმართა.

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ დაფუძნებული პარტია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს და აცხადებს, რომ არ შეეგუებიან საქართველოში ხელისუფლების მიტაცებას და “ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის დასამარებას.

“ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების წინა პერიოდი და არჩევნების დღე აქცია დაშინების, მოსყიდვის, ძალადობის და გაყალბების პროცესად. არჩევნები, რომელიც არ გამოხატავს თავისუფალი ადამიანების ნებას, ვერ იქნება ლეგიტიმური. “ლელო“ არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგს. მოვუწოდებთ ამომრჩეველს და სამოქალაქო საზოგადოებას ერთიანობისკენ… ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია ამ ჩიხიდან”,-ნათქვამია “ლელოს” განცხადებაში.

ცესკოს  წინასწარი მონაცემებით, 14:50 საათისთვის “ლელოს” ხმების 3.19% აქვს მიღებული. 14:50 საათის მონაცემებით, ამ დრომდე არ არის გამოქვეყნებული თბილისის უბნების დიდი უმრავლესობის შედეგები.

ოცნება – 48.12%, ნაციონალურ მოძრაობა – 26.92% — ცესკოს შედეგი 14:50 საათისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი