ახალი ამბები

დღის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიებში 289 საჩივარი შევიდა — ცესკო

31 ოქტომბერი, 2020 • 1081
დღის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიებში 289 საჩივარი შევიდა — ცესკო

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, 20:00 საათის მონაცემებით, დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში 289 საჩივარი შევიდა. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საჩივრების უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება, როგორიცაა: საკონტროლო ფურცლების არასწორი შევსება, მარკირებასთან დაკავშირებული წესების დარღვევა და სხვა.

ანა მიქელაძის განცხადებით, დღეს ცესკოს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრში დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე 3881 სატელეფონო და 574 ონლაინშეტყობინება შევიდა. მისი თქმით, მათი დიდი ნაწილი ამორჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას, საარჩევნო უბნების მისამართებისა და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი