ცესკო პოლიტიკური სუბიექტების მხარდამჭერებს სიმშვიდის დაცვისკენ მოუწოდებს. როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, უბნების გარეთ მიმნიდარე მოვლენებმა შესაძლოა საარჩევნო პროცესი დააზიანოს.
“საარჩევნო უბნების გარეთ ფიქსირდება დაპირსპირება პოლიტიკური სუბიექტების მხარდამჭერებს შორის, რაც გარკვეულწილად შეიცავს უბნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენის რისკს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა მხარემ უზრუნველყოს სიმშვიდის დაცვა, აღიარებული ეთიკური ნორმების პატივისცემა და ხელი შეუწყონ კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას”,— განაცხადა ანა მიქელაძემ.