ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10:00 საათისათვის საარჩევნო უბნებზე 292 587 მომრჩეველი გამოცხადა და მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, რაც საერთო რაოდენობის 8.33%-ია. ხმის მიცემის პროცესი გრძელდება. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მე-19 უბანზე დაფიქსირდა — 11.8%, ხოლო ყველა დაბალი აქტივობა- აჭარის 28-ე, 29-ე და 30-ე უბნებზე — 7.3%.
როგორც ცნობილია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 10:00 საათისთვის აქტივობა 8,34 % -ს (292 957ამომრჩეველი) შეადგენდა.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები იმართება.