ახალი ამბები

“დღეს ქართველი ხალხი დაამარცხებს ოლიგარქს” – ნიკა მელია

31 ოქტომბერი, 2020 • 753
“დღეს ქართველი ხალხი დაამარცხებს ოლიგარქს” – ნიკა მელია

არჩევნებზე ხმა უკვე მისცა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ.

მისი მოლოდინით, დღეს “ქართული ოცნება” დამარცხდება. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, დღეს ორი უპრეცედეტნო მოვლენის მოწმე გახდა: 1. საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა და რიგებია 2. ცესკოში დილიდან მივიდა აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, რომელმაც თქვა, რომ დღევანდელ არჩევნებზე ძალადობის ადგილი არ არის.

“შეუძლებელია დილის 8-ის ნახევრიდან იყოს ასეთი აქტივობა და ეს არ იყოს განპირობებული ნორმალური ცხოვრების ჟინით.

ყელში ამოუვიდა ხალხს რვა წელიწადი ცხოვრება ისე, თითქოს ყველაფერი კარგად არის, თითქოს ყველაფერი ისე არის, როგორც ბიძინა ივანიშვილს უნდა და ხალხს არა… დღეს ქართველი ერი მტკიცედ დაამრცხებს ოლიგარქს. დღეიდან ასპარეზი ექნება ქართველი ხალხის ნიჭიერებას”, – თქვა ნიკა მელიამ.

დღეს, 31 ოქტომბერს, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტს ირჩევენ. დამატებით, აჭარაში ირჩევენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი