ახალი ამბებირეკლამა

„გიორგი ვაშაძე არის უალტერნატივო ლიდერი“ – თაკო ჩარკვიანი

30 ოქტომბერი, 2020 • 1109
„გიორგი ვაშაძე არის უალტერნატივო ლიდერი“ – თაკო ჩარკვიანი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით ეს არჩევნები ახალი ეპოქის დასაწყისი იქნება კარგად დაგეგმილი სტრატეგიისა და აღმშენებლობის განვითარების კუთხით. ჩარკვიანის თქმით „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე, უალტერნატივო ლიდერია, რომელმაც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში შეძლო და შექმნა ღირსეული და წარმატებული რეფორმები. თაკო ჩარკვიანს მიაჩნია, რომ გიორგი ვაშაძეს ის ბერკეტი რისთვისაც იბრძვის, მხოლოდ და მხოლოდ აღმშენებლობის პროექტების განხორციელებისთვის სჭირდება

„შეცდომების გამოსწორება ცხადია შეიძლება და კარგიც არის, მაგრამ როდესაც გაქვს შანსი, რომ გყავდეს ლიდერი, რომელიც სუფთა ფურცლიდან იწყებს ქვეყნის შენებას, ეს დიდი ბედნიერებაა. გიორგი ვაშაძესთან ერთად გადავწყვიტე დიდი ხნის დაკვირვების და ფიქრის შემდეგ, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“, როგორც ბლოკი დაფუძნებულიყო და ჩემი პარტიით, „კანონით და სამართლით“ გავმხდარიყავით ერთი ორგანიზმი, ერთი ოჯახი და ერთად მოფიქრალი ადამიანები საქართველოს აღმშენებლობაზე. ეს აუცილებლად იქნება ეპოქის დასაწყისი, კარგად დაგეგმილი სტრატეგიისა და აღმშენებლობის განვითარების. გიორგი ვაშაძე არის უალტერნატივო ლიდერი და ეს უალტერნატივო ლიდერი აღმოჩნდა ამ ბრწყინალე რაიონის მაჟორიტარი და ეს თვითონ მოინდომა. გიორგი ვაშაძემ უკვე გვაჩვენა, რომ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში შეძლო და შექმნა ღირსეული და წარმატებული რეფორმები. ხშირად გვეკითხებიან, თუ როგორ ვაპირებთ ჩვენი გეგმების რეალიზებას, მე მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომ დიახ ჩვენ განვახორციელებთ ყველა იმ რეფორმას რასაც ამდენი ხნის მანძილზე ვამბობდით, განვახორციელებთ ისე, როგორც იუსტიციის სახლია აწყობილი საათის მექანიზმივით. მე სრული შეგნებითა და პასუხისმგებლობით დავასახელე გიორგი ვაშაძე პრემიერობის კანდიდატად და მსგავსი სწორი ნაბიჯი დიდი ხანია არ გადამიდგამს. ის ძალიან თავმდაბალი და დიდი ენერგეტიკის მატარებელი პიროვნებაა. მას ის ბერკეტი რისთვისაც იბრძვის, სჭირდება მხოლოდ აღმშენებლობის პროექტების განხორციელებისთვის“ – თაკო ჩარკვიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი