ახალი ამბები

მოგმართავთ ყველას, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში – ილია მეორე

30 ოქტომბერი, 2020 • 946
მოგმართავთ ყველას, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში – ილია მეორე

ხვალინდელ არჩევნებთან დაკავშირებით საქართველო მართმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ილია მეორის განცხადებას ავრცელებს. პატრიარქი მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, რათა, მისი თქმით, გამოვლინდეს უმრავლესობის ნება.

“საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირებს, მრევლს, საქართველოს მოსახლეობას 31 ოქტომბერს საშუალება ეძლევა გააკეთოს არჩევანი ქვეყნის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით.

ეკლესია ყოველთვის იყო და არის ხალხის გამაერთიანებელი ძალა და პოლიტიკური მიკერძოება მისთვის უცხოა. ჩვენი ხალხი გონიერია და, მიუხედავად სხვადასხვა მცდელობისა,  კარგად აფასებს მოვლენებს. ამიტომაც მოგმართავთ ყველას, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა გამოვლინდეს უმრავლესობის ნება და თითოეული თქვენგანი სწორი გადაწყვეტილებით დაეხმაროს სამშობლოს”,-ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი