Interviewsახალი ამბები

ილია მეორე არჩევნებზე ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს

30 ოქტომბერი, 2020 •
ილია მეორე არჩევნებზე ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს

საქართველოს მართლმადიდებელი პატრიარქი ილია მეორე 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩვენებზე ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს.

მისივე ცნობით, ილია მეორეს  გადასატან ყუთს საპატრიარქოში მიუტანენ.

“საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ხვალ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. საარჩევნო ყუთს საპატრიარქოში მოიტანენ. კადრებს გაავრცელებს ტელევიზია “ერთსულოვნება”, — წერს ჯაღმაიძე ფეისბუქზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი