ახალი ამბები

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა, ზეწოლა — საიას წინასაარჩევნო ანგარიში

30 ოქტომბერი, 2020 • 877
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა, ზეწოლა — საიას წინასაარჩევნო ანგარიში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მოხვდა  პირველილი ოქტომბრიდან  26 ოქტომბრამდე გამოვლენილ დარღვევები, ან ისეთი შემთხვევები, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, ცუდი პრაქტიკაა.

წინასაარჩევნო პროცესებს საიაა კვირდება, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 9 რეგიონული მონიტორის მეშვეობით თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, შიდა და ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში.

საერთო ჯამში, საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს:

  • სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის 1 შემთხვევა;
  • ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 1 შემთხვევა;
  • ამომრჩევლის მოსყიდვის 2 შემთხვევა;
  • ზეწოლისა და ძალადობრივი ქმედებების- როგორც სავარაუდო, ისე დადასტურებული- 8 შემთხვევა;
  • წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის 2 შემთხვევა.

“წინა თვეების მსგავსად, გამოწვევად რჩება სამთავრობო პროექტების პერსონიფიცირება და კონკრეტულ პარტიასთან აფილირება, რაც მმართველი პარტიის კამპანიის ნაწილად, ისევე როგორც ამომრჩევლის ნებაზე მანიპულაციად აღიქმება.  ამას გარდა, საანგარიშო პერიოდში უმრავლესობის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევაც დაფიქსირდა”, — აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიამ ოქტომბერშიც ძალადობრივი დაპირისპირებების ფონზე ჩაიარა.

“ცხელი წერტილი, ამჯერად, შიდა და ქვემო ქართლი იყო. ეს შემთხვევები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და აუცილებელია ამ საქმეების ყოველმხრივი, დროული, მიუკერძოებელი გამოძიება”, — ნათქვამია ანგარიშში.

საანგარიშო პერიოდში საიას სადამკვირვებლო მისიისთვის ამომრჩევლის მოსყიდვის ორი ფაქტი გახდა ცნობილი („ქართული ოცნება“ და „თავისუფალი საქართველო“).

ანგარიშში ნათქვამია, რომ წინა საანგარიშო პერიოდს მსგავსად, ამჯერადაც გამოვლინდა სახელმწიფოს მხრიდან ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიისთვის დაბრკოლებების შექმნის ფაქტები („სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“). საია შესაბამისი ორგანოების ქმედებას კანონის არასწორ ინტერპრეტაციად აფასებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი