ახალი ამბები

რუსეთში ექიმებს ეკრძალებათ სამინისტროსთან შეუთანხმებლად კორონავირუსზე საჯაროდ საუბარი

28 ოქტომბერი, 2020 •
რუსეთში ექიმებს ეკრძალებათ სამინისტროსთან შეუთანხმებლად კორონავირუსზე საჯაროდ საუბარი

რუსეთში ექიმებს ეკრძალებათ ჯანდაცვის სამინისტროსთან შეუთანხმებლად კორონავირუსზე  საჯაროდ საუბარი. ამის შესახებ ინფორმაციას meduza ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმებსა და სამედიცინო დაწესებულებებს მითითებები უკვე გაუგზავნა. როგორც meduza წერს, რედაქციამ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წერილი მოიპოვა, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი კომენტარი და საჯარო ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურთან  წერილობით, ზეპირად,  ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონით უნდა შეთანხმდეს.

როგორც meduza-ს სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კორონავირუსის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების ეფექტურობის გაზრდაა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი