ახალი ამბები

“ოცნება” 2 ნოემბრიდან “ლოქდაუნის” გამოცხადებას გეგმავს – ბოკერია

28 ოქტომბერი, 2020 • 1203
“ოცნება” 2 ნოემბრიდან “ლოქდაუნის” გამოცხადებას გეგმავს – ბოკერია

ევროპულუ საქართველოს ინფორმაციით, “ქართული ოცნება” 2 ნოემბერიდან ე.წ. ლოქდაუნის გამოცხადებას გეგმავს. ლოქდაუნი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ სხვადასხვა მკაცრ ზომებს გულისხმობს.

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში, გიგა ბოკერიამ საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა.

ბოკერიას თქმით, ევროპულ საქართველოს აქვს ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება გეგმავს, გამოაცხადოს სრული ჩაკეტვა ქვეყანაში 2 ოქტომბრიდან.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ მეორე ტურის წინ ხელისუფლება აპირებს ჰანდიკაპის შექმნას  რადგან კარგად იციან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ.

ბოკერია მოუწოდებს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, მიიღონ დებატებში მონაწილეობა და გამართონ სერიოზული დისკუსია ამ თემაზე.

ჩვენს ხელთ არსებული სანდო ინფორმაციით, ქართული ოცნება გეგმავს ორშაბათიდან (2 ნოემბერი) ლოქდაუნის (ჩაკეტვა) გამოცხადებას.

ამ ნაბიჯით აპირებენ მეორე ტურების წინ ფორის შექმნას, რადგან კარგად ხვდებიან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ.

ამ თემაზე აუცილებელია სერიოზული დებატები. ვიწვევთ ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ამ თემაზე სერიოზული დისკუსიისთვის დარჩენილ სამ დღეში. ვთხოვთ სატელევიზიო არხებს, რომ ამ თემას მიაქციონ სერიოზული ყურადღება, რადგან სასწორზე არის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული მომავალი, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა“, – განაცხადა ბოკერიამ.

ევროპული საქართველის ლიდერის განცხადებას “ქართული ოცნებიდან” ირაკლი კობახიძემ უპასუხა და მას სპეკულაცია უწოდა. მისი თქმით, მთავრობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ლოქდაუნი არ იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი