ახალი ამბები

“ლეიბორისტებმა” ცესკოს შენობაში კარვის შეტანა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა

27 ოქტომბერი, 2020 • 979
“ლეიბორისტებმა” ცესკოს შენობაში კარვის შეტანა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა

“ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში კარვის გაშლას გეგმავდნენ, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

პოლიციამ ახალგაზრდებს ცესკოს შენობა მას შემდეგ დაატოვებინა, რაც პარტიის ერთ-ერთმა  წევრმა კარავი შეიტანა, თუმცა მისი გაშლის საშუალება არ მიეცა.

“ლეიბორისტული პარტიის” წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, სადაც თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ.

ისინი ცესკოს თავმჯდომარისგან მოითხოვდნენ, კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის 30 ოქტომბრამდე გახანგრძლივებულიყო გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადები, რაც მათი თქმით, უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა მოქალაქემ შეძლოს არჩევნებზე ხმის მიცემა.

ცესკოსთან “ლეიბორისტული პარტიის” 3 წევრი დააკავეს

თვითიზოლაციაში მყოფები არჩევნებზე დასარეგიტრირებლად ბარიერებს აწყდებიან — TI

მასალების გადაბეჭდვის წესი