ახალი ამბები

ცესკოსთან “ლეიბორისტული პარტიის” 3 წევრი დააკავეს

27 ოქტომბერი, 2020 •
ცესკოსთან “ლეიბორისტული პარტიის” 3 წევრი დააკავეს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ “ლეიბორისტული პარტიის” სამი წევრი დააკავა.

როგორც უწყებაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

“ლეიბორსტებსა” და პოლიციას შორის ცესკოს ოფისთან დაპირისპირება აქტივისტების მიერ კარვის გაშლის მცდელობას მოჰყვა. აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ და თამარ ჟვანიასთან ითხოვდნენ შეხვედრას.

აქციის მონაწილეები ცესკოს თავმჯდომარისგან მოითხოვენ, კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის 30 ოქტომბრამდე გახანგრძლივდეს გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადები, რაც მათი თქმით, უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა მოქალაქემ შეძლოს არჩევნებზე ხმის მიცემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი