ახალი ამბები

“27-28 ათასი დაუსაქმებელი ექიმი გვყავს, შეგვიძლია გადავამზადოთ” – გამყრელიძე

27 ოქტომბერი, 2020 • 2034
“27-28 ათასი დაუსაქმებელი ექიმი გვყავს, შეგვიძლია გადავამზადოთ” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში 27-28 ათასი სერტიფიცირებული ექიმია, რომლებიც ამჟამად დასაქმებულები არ არიან, თუმცა სამედიცინო განათლება აქვთ.

გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ამ პირების გადამზადება და კორონავირუსის მართვაში ჩართვა შესაძლებელია, თუ ამის საჭიროება დადგება. ამის გარდა, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში 19 ათასამდე მოქმედი ექიმი და 17 ათასამდე ექთანია:

“ჩვენთან აქტიურად დასაქმებულია 19 00-მდე ექიმი და დაახლოებით 17 ათასამდე ექთანი. ცოტა ძველი მონაცემები მაქვს, მაგრამ არის ქვეყანაში 27-28 ათასამდე სერტიფიცირებული ექიმი, რომელიც ამ 19 ათასის ზემოთ, რომლებსაც აქვთ სამედიცინო განათლება და არ არიან დასაქმებული და შესაძლებელია და არის საუბარი, რომ ასევე ისენი მიეხმარონ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას, თუ ამის საჭიროება დადგა. და სასურველია მათი გადამზადება, რადგან ზოგი პენსიაშია, ზოგი არ მუშაობს”, – ამბობს ამირან გამყრელიძე. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 824 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რიცხვი 32 127-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელდა 12 632 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით კიდევ 23 პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობა 238-მდე გაიზარდა. StopCov-ის ინფორმაციით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 3 847 პაციენტი იმყოფება, კოვიდ სასტუმროში კი 2 249 ადამიანი მკურნალობს. 

სამედიცნოს უფროსკურსელები გადამზადდებიან და კოვიდცენტრებში ექიმებს დაეხმარებიან – ჩხენკელი

მასალების გადაბეჭდვის წესი