ახალი ამბები

გამყრელიძე: გვყავს 1678 კოვიდინფიცირებული სამედიცინო მუშაკი

27 ოქტომბერი, 2020 • 915
გამყრელიძე:  გვყავს 1678 კოვიდინფიცირებული სამედიცინო მუშაკი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობის 5.2% სამედიცინო პერსონალის ინფიცირებაზე მოდის და აღნიშნავს, რომ ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსით 1678 მედიკოსი დაინფიცირდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ დღევანდელი სტატისტიკით,  COVID-19 90 სამედიცინო მუშაკს დაუდგინდა.

გამყრელიძის თქმით, სექტემბრის პირველ კვირამდე ინფიცირებული ექიმების რაოდენობა 140-მდე იყო, რაც საერთო ინფიცირებულთა რაოდენობის 9-13%-ს წარმოადგენდა იმ დროისთვის:

“დღეს გვყავდა 90 კოვიდ ინფიცირებული სამედიცინო მუშაკი. პერსონალის ინფიცირებასთან დაკავშირებით, ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია, რამდენადაც ყველაზე მოწყვლადი ვართ, რაც ყველგან ასეა. სექტემბრის პირველ კვირამდე 140 მდე სამედიცინო პერსონალი გვყავდა ინფიცირებული, რომელიც 9 -13 %- ში მერყეობდა ინფიცირების. დღეისთვის გვყავს 1678 ინფიცირებული სამედიცინო პერსონალი, რაც საერთო ინფიცირებულთა 5.2%-ია”, – ამბობს გამყრელიძე.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 824 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რიცხვი 32 127-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელდა 12 632 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით კიდევ 23 პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობა 238-მდე გაიზარდა. StopCov-ის ინფორმაციით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 3 847 პაციენტი იმყოფება, კოვიდ სასტუმროში კი 2 249 ადამიანი მკურნალობს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი