ახალი ამბები

არქიმანდრიტ კირიონს COVID-19 დაუდასტურდა

27 ოქტომბერი, 2020 •
არქიმანდრიტ კირიონს COVID-19 დაუდასტურდა

დავითგარეჯას მამათა მონასტრის არქიმანდრიტ კირიონს COVID-19 დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” თავად არქმინადრიტმა დაუდასტურა და განაცხადა, რომ ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

უფრო ვრცლად აღნიშნულ საკითხზე არქიმანდრიტი “რუსთავი 2-ს” ესაუბრა. ტელეკომპანიისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში ის აცხადეს, რომ სიმპტომები თბილისში ყოფნისას გამოუვლინდა. შესაბამისად, მონასტერში არ ყოფილა და ამჟამადაც სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 824 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რიცხვი 32 127-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელდა 12 632 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით კიდევ 23 პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობა 238-მდე გაიზარდა. StopCov-ის ინფორმაციით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 3 847 პაციენტი იმყოფება, კოვიდ სასტუმროში კი 2 249 ადამიანი მკურნალობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი