“2 293 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 353 – აჭარაში, ხოლო 728 – თბილისში. 10 257 მკურნალობს ბინაზე”, – ამბობენ მთავრობაში.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 24 ოქტომბრის სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 427 მძიმე პაციენტია.
ოფიციალური ცნობით, ამ ეტაპზე ქვეყანაში აქტიური ინფიცირებული შემთხვევა 16 121-ს აღწევს, რომელთაგან 3 571 პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 97 პირი.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 10 პაციენტი.
თბილისი – 1034, აჭარა – 320 | კორონავირუსის განაწილება 24 ოქტომბერს