კორონავირუსის ახალი 1 941 შემთხვევიდან 1034 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, 320 – აჭარაში, 258 – იმერეთში. ამის შესახებ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
ოფიციალური სტატისტიკით, ახალი შემთხვევების გადანაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგნაირია:
- თბილისი – 1034
- აჭარა – 320
- იმერეთი – 258
- ქვემო ქართლი – 107
- შიდა ქართლი – 12
- გურია – 17
- სამეგრელო და ზემო სვანეთი – 49
- კახეთი – 37
- მცხეთა-მთიანეთი – 36
- სამცხე-ჯავახეთი – 18
- რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი – 2
ოფიციალური სტატისტიკით, სულ გამოვლენილია 26 503 შემთხვევა. აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 121.