ახალი ამბები

აშშ-ში COVID-19-ის დღიურად აღრიცხულ შემთხვევათა რეკორდული მაჩვენელი დაფიქსირდა

24 ოქტომბერი, 2020 • 755
აშშ-ში COVID-19-ის დღიურად აღრიცხულ შემთხვევათა რეკორდული მაჩვენელი დაფიქსირდა

აშშ-ში COVID-19-ის დღიურად აღრიცხულ შემთხვევათა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 23 ოქტომბერს ქვეყნის ჯანდაცვის უწყებებმა 83 010 შემთხვევა დაითვალეს. აშშ-ის მთავარი ქირურგის თქმით, საავადმყოფოებში მიმართვიანობა იზრდება, თუმცა ვირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი, უკეთესი მკურნალობის ფონზე, კლებულობს.

ჯამში, აშშ-ში ახალი კორონავირუსის 8.5 მილიონი შემთხვევაა აღრიცხული. მაჩვენებელი მთელი გასული კვირის განმავლობაში რეკორდულად სწრაფად იზრდებოდა. იზრდებოდა გარდაცვლილთა ოდენობაც, თუმცა აპრილის მაჩვენებელს არ მიახლოებია.

შედეგები განსაკუთრენით სწრაფად იზრდება ჩრდილოეთი დაკოტას, ვისკონსინისა და მონტანას შტატებში. დღიურ რეკორდს მიუახლოვდნენ ილინოისსა და ინდიანაში.

BBC-ის თანახმად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩრდილოეთი ნახევარსფეროში მდებარე სახელმწიფოები გააფრთხილა, რომ ისინი, ვირუსის გავრცელების კუთხით, “კრიტიკულ ეტაპზე იმყოფებიან”.

“მომდევნო რამდენიმე თვე ძალიან რთული იქნება და ზოგიერთი ქვეყანა საშიშ გზას ადგას”, – თქვა ჯანმომ.

კორონავირუსი აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიაში ერთ-ერთ მთავარ ადგილს იკავებს. მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ პანდემია მალე დასრულდება და საპრეზიდენტო კანდიდატს დემოკრატიული პარტიიდან, ჯო ბაიდენს, კრიზისის გაზვიადებაში ადანაშაულებს.

თავის მხრივ, ბაიდენი აკრიტიკებს ტრამპის პოლიტიკას ვირუსთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, შეიმუშავებს პოლიტიკას ტესტებთან დაკავშირებით, ასევე, მიმართავს გუბერნატორებს, პირბადის ტარება თავიანთ შტატებში სავალდებულო გახადონ.

სანამ ქვეყანა რეკორდულ მაჩვენებს მიაღწევდა, 23 ოქტომბერს აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოები დათანხმდნენ ანტივისურული მედიკამენტის, რემდესივირის გამოყენებას COVID-19-ის სამკურნალოდ. აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ მწვანე შუქი აუნთო მედიკამენტის გამოყენებას 12 წლისა და უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებიც მინიმუმ 40 კილოგრამს იწონიან და საავადმყოფოში მოთავსებას ექვემდებარებიან.

აშშ-ში დათანხმდნენ რემდესივირის COVID-19-ის სამკურნალოდ გამოყენებას

მასალების გადაბეჭდვის წესი