თბილისში, საბურთალოზე მდებარე სავაჭრო ცენტრ “სითი მოლში” ევაკუაცია გამოცხადდა.
როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, მესამე სართულზე მოხდა მოკლე ჩართვა, თუმცა ამ დროისთვის ხანძარი არაა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ადგილზე გადამოწმებისა და უსაფრთხოების მიზნით მივიდა.
როგორც “სითი მოლის” თანამშრომლები ყვებიან, ცეცხლი ერთ-ერთ კვების ობიექტში ტექნიკას გაუჩნდა.