ახალი ამბებირეკლამა

ლიბერთი #გულით და Lingwing-ის ერთობლივი პროექტი

22 ოქტომბერი, 2020 •
ლიბერთი #გულით და Lingwing-ის ერთობლივი პროექტი

დღეს, ლიბერთი ბანკსა და უცხო ენების სწავლების კომპანია Lingwing შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად ლიბერთი მხარს დაუჭერს 500 აბიტურიენტის მომზადებას ინგლისურ ენაში. მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთი ასევე უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი აბიტურიენტების უცხო ენაში უსასყიდლოდ მომზადებას.

Lingwing უცხო ენების სწავლების ერთადერთი ქართული პლატფორმაა, რომელიც 4 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. Lingwing-ზე 200 000-ზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული. პლატფორმა გამოირჩევა უნიკალური სწავლების მეთოდით, რომელიც მომხმარებლების მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს და ოთხივე უნარს ერთდროულად ავითარებს უცხო ენის სწრაფად ასათვისებლად.

,,მოხარული ვარ, რომ ამ პროგრამის განხორციელება იწყება. გულწრფელი მადლობა ლიბერთის. ჩვენ ყველა წინა პირობა გვაქვს იმისათვის, რომ პროექტი წარმატებული იყოს, ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი საინტერესო ახალი პროექტი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. ლიბერთის ახალმა და ახალგაზრდულმა გუნდმა ნამდვილად კარგად იცის, ახალგაზრდების განათლებაში ჩადებული ინვესტიციის მნიშვნელობა.“- ვატო ველიაშვილი, Lingwing-ის თანადამფუძნებელი.

,,ჩვენ ვაგრძელებთ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამას ლიბერთი #გულით და ამ პროექტში ჩართვით გვინდა ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატოთ ქართული კომპანიის მიმართ, რომელსაც აქვს უცხო ენის შესწავლის ინოვაციური და ეფექტური პლატფორმა. ასევე, მოხარული ვართ, რომ ჩვენი თანადგომით 500-ზე მეტი აბიტურიენტი შეძლებს სასურველი უცხო ენის შესწავლას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროექტის ფარგლებში საშუალება მოგვეცა მხარი დავუჭიროთ სოციალურად დაუცველი აბიტურიენტების მომზადებას. მათ ხომ ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

მსგავსი ტიპის პროექტებში მონაწილეობა ეხმიანება ერთის მხრივ, ბანკის სტრატეგიას იყოს მცირე და საშუალო ბიზნესების პარტნიორი და მხარდამჭერი, მეორეს მხრივ კი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განათლებას.“ – გიორგი მაკარიძე, ლიბერთის საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი.

პროექტში ჩართვის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა https://lingwing.com/ka/student 15 ნოემბრამდე. ერთობლივი პროექტის ფარგლებში, აბიტურიენტების შერჩევას მოახდენს კომპანია Lingwing სამოტივაციო წერილის საფუძველზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი