ახალი ამბები

უპირველესი ამოცანა იყო, არავინ დაშავებულიყო – გომელაური ზუგდიდის თავდასხმაზე

22 ოქტომბერი, 2020 • 891
უპირველესი ამოცანა იყო, არავინ დაშავებულიყო – გომელაური ზუგდიდის თავდასხმაზე

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტან გომელაურის თქმით, ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა მძევლების გათავისუფლება იყო და ეს ამოცანა წარმატებით შესრულდა. ჟურნალისტების კითხვაზე, იმყოფება თუ არა მძარცველი ამ ეტაპზე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, გომელაური არ პასუხობს.

მისი თქმით, თავდამსხმელი რამდენიმე საათის განმავლობაში მოძრაობდა მანქანით მძევლებთან ერთად, შემდეგ კი მიიმალა.

“ყველაფერი გავაკეთეთეთ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ არავინ დაშავებულიყო. ჩვენი უპირველესი ამოცანა, რაც დავისახეთ, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ბატონ პრემიერთანაც, რომ არავინ დაშავებულიყო. ყველაფერი გააკეთეთ, რომ ერთ ადამიანსაც არაფერი დაუშავდეს. თქვენ ნახეთ, რომ ეტაპობრივად იყო ადამიანების გამოშვებები, 14, 7, 9 და ა.შ. ჩვენი თანამშრომელი მივიდა… ჩვენ შევთავაზეთ [თავდამსხმელს], გამოგყვებით 5-10 კაცი, თუმცა უარი გვითხრა.. … მინდა მადლობა ვუთხრა ავთო გალდავას. უმძიმესი იყო ჩემთვის ამ გადაყვეტილების მიღება, თუმცა ბატონ ავთოს წარბი არ შეუხრია”,-აცხადებს გომელაური.

მან ბევრ კითხვას არ უპასუხა გამოძიების ინტერესების საბაბით.

“პირველი ამოცანა  ადამიანების გადარჩენა იყო, რაც შესრულდა,  43 მძევალი გავათავისუფლეთ, მეორე ეტაპია, ეს ადამიანი დავიჭიროთ და დავსაჯოთ”, – განაცხადა მან. 


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 ოქტომბრის დილის 5 საათისთვის ოფიციალურად დაადასტურა, რომ ზუგდიდში თავდამსხმელის მიერ გატაცებული ყველა მოქალაქე გათავისუფლდა, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, გამტაცებელი ჯერ არ დაუკავებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი