ახალი ამბები

დამნაშავე უმოკლეს დროში უნდა დავაკავოთ – გახარია

22 ოქტომბერი, 2020 • 971
დამნაშავე უმოკლეს დროში უნდა დავაკავოთ – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამართალდამცავის სისტემის უმთავრესი ამოცანა ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამტაცებლის დაკავებაა.

დღევანდელი მთავრობის სხდომა გახარიამ სწორედ ამ მიმართვით გახსნა. ის ამბობს, რომ პირველი რიგის ამოცანა იყო მძევლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შსს-მ კი მუშაობა მანამდე უნდა გააგრძელოს, სანამ დამნაშავეს არ დააკავებენ.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ შსს-სა და სამართალდამცავ სისტემას სრულად, აქვს უმთარესი ამოცანა დღეს –  ამ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული. ეს ძირითადი ამოცანაა, რომელზეც ოპერატიული სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს და რომელიც შსს-მ უნდა შეასრულოს. ყველა ის კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლბელბობა, რომელიც აქვთ, ამ მიზნის მისაღწევად უნდა იყოს გამოყენებული, იმისთვის, რომ მსგავსი დანაშაულის ჩამდენების მხრიდან უდანაშულობისა და დაუსჯელობის აღქმა არ გაჩნდეს. ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც შსს მუშაობს და უნდა გააგრძელოს მუშაობა საბოლოო შედეგამდე“, – ამბობს გახარია.


21 ოქტომბერს ზუგდიდში საქართველოს ბანკში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სამართალდამცველებმა მძარცველს მოთხოვნილი თანხა გადასცეს. ამ დროისთვის ყველა მძევალი თავისუფალია, დამნაშავის ადგილმდებარეობა კი, ოფიციალური ინფორმაციის შესაბამისადვე, უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.

რას ჰყვება გათავისუფლებული მძევალი ირაკლი კვარაცხელია

მასალების გადაბეჭდვის წესი