ახალი ამბები

თავდამსხმელი 2 საათს აძლევს სახელმწიფოს თავისი მოთხოვნების შესასრულებლად – მძევალი

21 ოქტომბერი, 2020 • 1138
თავდამსხმელი 2 საათს აძლევს სახელმწიფოს თავისი მოთხოვნების შესასრულებლად – მძევალი

თავდამსხმელი, რომელსაც ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში მძევლები ჰყავს აყვანილი, ხელისუფლებას თავისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად 2 საათს აძლევს. ამის შესახებ “მთავარი არხთან” განაცხადა მძევალმა, რომლის თქმითაც, ტელეარხის ეთერში თავდამსხმელის დავალებით რეკავს.

მძევალმა, აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანიის ეთერში 16:30-ზე გაახმიანა.

გამტაცებელმა ზუგდიდში მძევლები დაახლოებით 2 საათის წინ აიყვანა. ის 500 000 დოლარს ითხოვს და, როგორც ამბობს, 19 მძევალი ჰყავს აყვანილი.

„500 000-ის გადახდის შემთხვევაში არავინ დაზარალდებაო, თუ ძალოვნები არ ჩაერევიანო“, – ამატებს ის.

გარდა თანხისა, თავდამსხმელი ითხოვს „უსაფრთხოების გარანტიას, უსაფრთხოდ გასვლას აქედან. მე ვიძლევი იმის გარანტიასო, რომ ამ თანხის გადახდის შემთხვევაში არავინ დაზარალდებაო“, – ამბობს მძევალი. ვიდეოში ისმის, როგორ კარნახობს მას სიტყვებს თავდამსხმელი.

19 მძევალი ვართ, თავდამსხველი $500 000-ს ითხოვს – მძევალი

მასალების გადაბეჭდვის წესი