ნეტგაზეთი | კარანტინის ნაცვლად PCR ტესტი ხვალიდან შევა ძალაში – თურნავა კარანტინის ნაცვლად PCR ტესტი ხვალიდან შევა ძალაში – თურნავა – Netgazeti
RU | GE  

კარანტინის ნაცვლად PCR ტესტი ხვალიდან შევა ძალაში – თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურანვას თქმით, უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს PCR ტესტის გაკეთების შემთხვევაში სავალდებულო კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ სამშობლოში დაბრუნებისას. ამის შესახებ თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თურნავას თქმით, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ქვეყანაში PCR ლაბორატორიაში აღებული ტესტის ნეგატიური პასუხის საფუძველზე შემოვიდნენ და გადაინაცვლონ თვითიზოლაციაში. მისი თქმით, მთავრობას მომზადებული აქვს გადაწყვეტილება და “ძალიან დიდი ალბათობით უკვე ხვალიდან შევა ეს გადაწყვეტილება ძალაში”.

“მეორე ტალღაა და იმატებს ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა, აქედან გამომდიანრე, ყველა რისკი უნდა იყოს დაბალანსებული. მეორე მხრივ, ჩვენი არჩევანია ადაპტაცია, ჩვენი არჩევანია ისე ვებრძოლოთ პანდემიას, რომ არ შევზღუდოთ ბიზნესი და ამ ლოგიკაში აბსოლუტურად ჯდება ის ეტაპობრივი გახსნა ფრენების და მობილობის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის და ვიზიტორებისთვის”, – განაცხადა თურანვამ

თურნავას განამრტებით, ის ადამიანები, ვინც PCR ტესტის გაკეთებას ვერ მოახერხებენ, საქართველოში ჩამოსვლისას სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

აღნიშნული გადაწყვეტილება 15 ოქტომბერს დააანონსა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თუმცა ამ წესის ამოქმედების შესახებ ნოემბრიდან საუბრობდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი