ახალი ამბები

ინფექციურთან დილის ტრადიციული ბრიფინგები აღარ გაიმართება

20 ოქტომბერი, 2020 • 1548
ინფექციურთან დილის ტრადიციული ბრიფინგები აღარ გაიმართება

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან ამიერიდან ეპიდსიტუაციაზე კომენტარები აღარ გაკეთდება. ინფორმაცია ნეტგაზეთს საავადმყოფოში დაუდასტურეს.

მანამდე, თვეების განმავლობაში, მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე – ინფექციურის წარმომადგენლები, დილაობით ჟურნალისტებთდან ეპიდსიტუაციას განიხილავდნენ.

დღეს გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ამიერიდან საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ყოველდღიურად გაიმართება. საბჭოს წევრები სხდომების შემდეგ, როგორც წესი, ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ ჩამოდიან.


ბოლო მონაცემებით [19 ოქტომბრის დილის]საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1186 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის 18 663 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 8338 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 143.  ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში 10 182 აქტიური შემთხვევაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი