ახალი ამბებიეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა 30$ მილიონი გაყიდა

19 ოქტომბერი, 2020 • 727
ეროვნულმა ბანკმა 30$ მილიონი გაყიდა

დღეს, 19 ოქტომბერს, გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. შედეგად, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა ხვალისთვის 3.2100 შეადგინა, რაც 0.0017-ით ნაკლებია დოლარის დღევანდელ ოფიციალურ კურსთან შედარებით.

ოქტომბრის თვეში ეროვნული ბანკი ამერიკული დოლარის რეზერვებს უკვე მესამედ ყიდის. მანამდე, 2 ოქტომბერს, სებმა 20 მილიონი, ხოლო 9 ოქტომბერს 30 მილიონი დოლარი გაყიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი