უნივერსიტეტებში აუდიტორიებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ამ თემაზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.
როგორც ცერცვაძე “ტელეკომპანია პირველის” ეთერში ამბობს, ის კლინიცისტია და არა ინფექციონისტი, ვინც მსგავსი რისკები უნდა შეაფასოს, თუმცა აღნიშნავს, რომ თუ რესტორანსა და კაფებარებში ადამიანების შეკრება საშიშია, გარკვეულწილად, უნვიერსიტეტებშიც არის რისკები:
“რაც შეეხება 10 საათის შემდეგ რესტორნების შეზრუდვას, ეს არის გარკვეული დისკომფორტი, მაგრამ არა ისეტი, რომ ქვეყანას დიდი პრობლემები შეუქმნას. რაც შეეხება სწავლის განახლებას უმარლეს საწავლებლებში, აქ განსხვავებული მოსაზრებებია. სტუდენტებშიც არ არის ერთი აზრი.
არარი ეს საქმე იოლი გადასაწყვეტი. მე რომლი ვარიანტი ჯობია, ვერ გაგცემთ პასუხს იმიტომ რომ მე კლინიცისტი ვარ და ეს ეპიდემიოლოგების გადასაწყვეტია. როგორც გითხრათ, თუ რესტორანი საშიშია, გარკვეულწილად, უნივერსიტეტიც საშიშია. ახლა ისეთ ისიტუაციაში ვარტ, ზოგჯერ არჩევანი გიხდება ცუდსა და უარესს შორის” – ამბობს თენგიზ ცერცვაძე ტელეკომპანია “პირველთან”.
ხვალიდა, 19 ოქტომბრიდან უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები ლაბორატორიულ და პრაქტიკულ ლექციებს აუდიტორიებში განაახლებენ.