ახალი ამბები

ენდელაძე: სიტუაცია უკვე პრაქტიკულად საგანგაშოა, დავიცვათ რეგულაციები

18 ოქტომბერი, 2020 •
ენდელაძე: სიტუაცია უკვე პრაქტიკულად საგანგაშოა, დავიცვათ რეგულაციები

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის ძალიან აქტიური გავრცელებაა და სიტუაცია უკვე პრაქტიკულად საგანგაშოა:

“ეს უკავშირდება ისევ და ისევ რეგულაციების არდაცვას. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას, თბილისელებს და საერთოდ, მთელ საქართველოს, რომ დავინდოთ საკუთარი თავი, დავინდოთ სახელმწიფო და დაგვინდეთ ჩვენც, ექიმები, რამეთუ ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა. ეს უკვე ძალიან აქტიური გავრცელებაა საქართველოში აუცილებელია რეგულაციების დაცვა. არის უკვე პარქტიკულად საგანგაშო, უნდა ვთქვათ ეს სიტყვა და მივიღოთ, რომ დავიცვათ რეგულაციები”,-განაცხადა ენდელაძემ.

18 ოქტომბრი მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ ვებგვერდზე Stopcov.ge განახლდა. ამასთან, ახალი კორონავირუსით საქართველოში კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ინფიცირების ყველაზე მეტი, 471 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა – აჭარაში კი 343-ს მიაღწია.

Stopcov.ge-ს მიხედვით, დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 17477-ს მიაღწია, საიდანაც 136 პაციენტი გარდაიცვალა, 8 060 კი გამოჯანმრთელდა.

საკარანტინე რეჟიმში 6300 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 836 ადამიანია. კოვიდ სასტუმროში 1388 ადამიანი რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი