ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არ შეესაბამება მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის სტატუსს – ბაქო პომპეოს ნათქვამზე

16 ოქტომბერი, 2020 • 827
არ შეესაბამება მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის სტატუსს – ბაქო პომპეოს ნათქვამზე

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს გუშინდელ რემარკას მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით.

„აზერბაიჯანული მხარე ფიქრობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რემარკები არ მოდის შესაბამისობაში აშშ-ის მთავრობის მიერ კონფლიქტზე აქამდე გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებთან“, – წერია განცხადებაში.

უწყება ასევე წერს, რომ „ეს რემარკები ასევე არ შეესაბამება აშშ-ის, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის ერთ-ერთი თანათავმჯდომარის, სტატუსს“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 15 ოქტომბერს, ერთ-ერთ ტელეართან საუბრისას განაცხადა, რომ იმედოვნებს, „სომხები შეძლებენ თავის დაცვას იმისგან, რასაც აზერბაიჯანელები აკეთებენ“; ამასთან, პომპეოს თანახმად, თურქეთი ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის სასარგებლოდ ერევა, რაც ძალადობის რისკებს ზრდის.

ეუთოს მინსკის ჯგუფი, რომელსაც რუსეთი, საფრანგეთი და აშშ თანათავმჯდომარეობენ, 1992 წელს შეიქმნა ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მიზნით. ბოლო პერიოდში მაას ხშირად აკრიტიკებენ აზერბაიჯანი და თურქეთი.

ვრცლად:

ომი გრძელდება – საბრძოლო მოქმედებების მე-18 დღე ყარაბაღში

მასალების გადაბეჭდვის წესი