ახალი ამბები

სასამართლომ მელაშვილი და ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა

15 ოქტომბერი, 2020 • 746
სასამართლომ მელაშვილი და ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ადვოკატის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუშვებლად ცნო და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ ნეტგაზეთს სააპელაციო სასამართლოში განუცხადეს.

ილიჩოვა და მელაშვილი 7 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი