ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე აირჩიეს

15 ოქტომბერი, 2020 • 996
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ნინო ქადაგიძე აირჩიეს. ქადაგიძეს მხარი საბჭოს 13-მა წევრმა დაუჭირა.

მის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა მისცა, რომელიც სხდომას დისტანციურად ესწრებოდა.

ნინო ქადაგიძე 2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ მომზადებული პორტფოლიო ნინო ქადაგიძის საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი