ახალი ამბები

19 ოქტომბრიდან აჭარაში საზ.ტრანსპორტი აღდგება

15 ოქტომბერი, 2020 •
19 ოქტომბრიდან აჭარაში საზ.ტრანსპორტი აღდგება

19 ოქტომბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა აღდგება. ამის შესახებ განცხადება პრმეიერმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

მისი თქმით, ძალაში დარჩება საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირებით აჭარაში დღეისათვის არსებული წესები, ასევე, რესტორნები კვლავ მხოლოდ 22 საათამდე იმუშავებენ.

მისი თქმით, აჭარაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის ნიშნები შეინიშნება.

საქართველოში უკანასკნელ 24 საათში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 14 440-ს მიაღწია.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს გნაუცხადა, შემთხვევების უმეტესობა, 366, თბილისში გამოვლინდა, 286 შემთხვევა კი აჭარაში დაფიქსირდა.

მისი თქმით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 53% უკვე გამოჯანმრთელებულია და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 7 307-ს მიაღწია. ამჟამად მიმდინარე შემთხვევები, ენდელაძის თქმით, 7 073-ია.

მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ  გუშინ 14 ოქტომბერს ახალი კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა. რაც შეეხება მძიმე პაციენტების რაოდენობას, მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით კრიტიკული 70-მდე პაციენტია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი