ახალი ამბები

680 ინფიცირებულიდან 54 მედიკოსია – გამყრელიძე

14 ოქტომბერი, 2020 •
680 ინფიცირებულიდან 54 მედიკოსია – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 14 ოქტომბერს გამოვლენილი კორონავირუსის 680 შემთხვევევიდან 54 მედიკოსია.

როგორც გამყრელიძე ამბობს, მედიკოსების დაინფიცირება ძირითადად ეხება  საყოფაცხოვრებო კონტაქტებს და უფრო ნაკლებად- მათ პროფესიულ საქმიანობას.

მისივე ინფორმაციით, ახლად ინფიცირებულებს შორის 2 არის დიალიზზე მყოფი პაციენტი, თვითიზოლაციიდან – 15, იუსტიცია, შსს – 5, სატვირთოს მძღოლი 3 და სხვა რისკჯგუფები, ჯამში, 70 პირი.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, სასწრაფო დახმარებისა და კოვიდპაციენტებთან პირდაპირ კავშირში მყოფი პერსონალი კორონავირუსზე მოწმდება 72 საათში ერთხელ, მედიკოსების დანარჩენი ნაწილი კი, კვირაში ერთხელ.

ამირან გამყრელიძე მოუწოდებს ყველას,, ვისაც აქვს ტემპერატურის მატება, ხველა, სუნთქვის უკმარისობა ან რაიმე მსგავსი სიმპტომი, დაუყონებლივ დარეკონ 112-ში და მიჰყვნენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ინსტრუქციას.

კორონავირუსის 297 შემთხვევა თბილისში – 14 ოქტომბერი

მასალების გადაბეჭდვის წესი