14 ოქტომბრის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 297 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც დღეს დადასტურებული შემთხვევების 44%-ს შეადგენს.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი შემთხვევების რეგიონული განაწილება ასეთია:
- თბილისი – 297;
- აჭარა – 189;
- იმერეთი – 150;
- შიდა ქართლი – 12;
- ქვემო ქართლი – 11;
- მცხეთა-მთიანეთი – 9;
- გურია – 6;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი 3;
- კახეთი – 2;
- სამცხე-ჯავახეთი – 1
14 ოქტომბრის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 680 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 13 521-ს მიაღწია.
გარდა ამისა, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 7 პაციენტი. კორონავრიუსით, ჯამში, ქვეყანაში 109 ადამიანია გარდაცვლილი.
დღევანდელი მონაცემებით, 292-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და გახდა 7 159. ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსის 6 362 აქტიური შემთხვევაა. ინფიცირებულთა ნაწილი ბინაზე, კოვიდსასტუმროებსა და კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას.
კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 5 590 პირი.