ქართველ მთარგმნელ ხათუნა ცხადაძეს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ღირსების ორდენი მიანიჭა – ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.
იტალიის ღირსების ორდენი 1947 წლიდან გაიცემა ადგილობრივ ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომელთაც იტალიური კულტურის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
ხათუნა ცხადაძის სახელს უკავშირდება იტალიელი ავტორების, იტალო კალვინოს, ჯანი როდარის, ანტონიო ტაბუკის, ტონინო გუერას, პიერ პაოლო პაზოლინის და სხვათა ნამუშევრების ქართულ ენაზე თარგმნა. მთარგმნელს აღიარება უმბერტო ეკოს რომანების, “ვარდის სახელის”, “პრაღის სასაფლაოსა” და “ფუკოს ქანქარას” თარგმნამ მოუტანა.
მთარგმნელს 2015 წელს “პრაღის სასაფლაოს”, 2017 წელს კი “ფუკოს ქანაქარას” თარგმნისათვის ლიტერატურული ჯილდო საბა საუკეთესო თარგმანისთვის გადაეცა.





