ახალი ამბები

სამშვიდობო მანიფესტის ხელმომწერების თქმით, აზერბაიჯანის პროკურატურაში დაიბარეს

13 ოქტომბერი, 2020 •
სამშვიდობო მანიფესტის ხელმომწერების თქმით, აზერბაიჯანის პროკურატურაში დაიბარეს

აზერბაიჯანში სამშვიდობო მანიფესტის ხელმომწერები აცხადებენ, რომ პროკურატრაში დაკითხვაზე დაიბარეს.

როგორც აზერბაიჯანელი აქტივისტი ნარმინ შაჰმარზადი “ფეისბუკზე” წერს, ქიას იბრაჰიმი მანქანით წაიყვანეს,  თავად მას კი პროკურატურიდან მობილურ ტელეფონზე მოკლეტექსტური შეტყობინება გამოუგზავნეს და უწყებაში დაიბარეს.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=1210384056015672&id=100011322667218

რაც შეეხება ქიას იბრაჰიმს, მოგვიანებით პროკრუატურაში დაბარების შესახებ ცნობა საკუთარ “ფეისბუკზე” მანაც ატვირთა:

“კიდევ მიბარებენ. ახლა ვცდილობ გავარკვიო, ვინ გავანაწყენეთ. მათ იციან, რომ პოლიტიკური მიგრანტი არ ვიქნები. თუ ჩემს დაპატიმრებას გეგმავთ, როგორც გსურთ, ისე მოიქეცით”, – წერს აქტივისტი სოციალურ ქსელში.

აზერბაიჯანის პროკურატურაში დაბარებული ორივე აქტივისტი ხელს აწერს სამშვიდობო მანიფესტს ყარაბაღში საომარი მოქმედებების წინააღმდეგ.

საუბარია მულტიეთნიკური პლატფორმა Caucasus Talks-ის („საუბრები კავკასიაზე“) გავრცელებულ სამშვიდობო განცხადებაზე მთიანი ყარაბაღის გარშემო განახლებულ კონფლიქტთან დაკავშირებით.

5 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებას ხელს აწერს არაერთი მოქალაქე (მათ შორის არაერთი სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი თუ აკადემიური სივრცის წარმომადგენელი) სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ქიას იბრაჰიმი კი, გარდა აღნიშნუილისა, ასევე ხელმომწერია 9 აზერბაიჯანელი მემარცხენის მიერ გავრცელებული განცხადებისა, სადაც ხელმომწერები ომის წინააღმდეგ გამოდიან.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

„ჩვენი მტერი არ არის რიგითი სომეხი“ – ბაქოელი მემარცხენეები ომის წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი