ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო ახალი დასახალებების აღებას იუწყება, ერევანი უარყოფს

9 ოქტომბერი, 2020 • 924
ბაქო ახალი დასახალებების აღებას იუწყება, ერევანი უარყოფს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა კონფლიქტის ზონაში ახალი დასახლებები აიღო. განცხადებას ავრცელებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

“აზერბაიჯანის არმიამ გაათავისუფლა ქალაქი ჰადრუთი, ასევე, სოფლები: ჩაილი, იუხარი გუზლაკი, გორაზილი, ქიშლაქი, ქარაჯალი, აფანდილარი, სულეიმანლი და სური” ,- ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სომხური მხარე უარყოფს ქალაქ ჰადრუთის აღებას. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, არწრუნ ჰოვანისიანის განცხადებით, იგი ჰადრუთში იმყოფება და ტყუილია, რომ მოწინააღმდეგემ ქალაქზე კონტროლი დაამყარა.


პარალელურად მოსკოვში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, სერგეი ლავროვის შუამავლობით, მოლაპარაკებები იმართება.

მოსკოვში სომხეთისა და აზერბაიჯანის მოლაპარაკებები დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი