ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვში სომხეთისა და აზერბაიჯანის მოლაპარაკებები დაიწყო

9 ოქტომბერი, 2020 • 1083
მოსკოვში სომხეთისა და აზერბაიჯანის მოლაპარაკებები დაიწყო

მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული Ria novosti ავრცელებს.

რუსეთმა კონფლიქტის განახლების დღესვე მოუწოდა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყებისკენ, თუმცა, უშედეგოდ. საბოლოოდ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომეხი და აზერბაიჯანელი დიპლომატები კიდევ ერთხელ მიიწვია მოლაპარაკების მაგიდასთან, რასაც ორივე მხარე დათანხმდა.

მოლაპარაკებებში ჩართვამდე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს მხოლოდ მაშინ ექნებოდა აზრი, თუ სომხური ძალები დატოვებდნენ კონფლიქტის ზონას. თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება არ უნდა იყოს ცალმხრივი და უნდა ემყარებოდეს 1994 წელს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

ფოტო გარეკანზე: მარია ზახაროვა/Facebook


ცეცხლის შეწყვეტაზე მხარეების პოზიციების გასაცნობად, იხილეთ ბმული:

რას უნდა ველოდოთ ყარაბაღში | ფაშინიანისა და ალიევის განცხადებები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი