ახალი ამბებიეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა 30$ მილიონი გაყიდა

9 ოქტომბერი, 2020 • 916
ეროვნულმა ბანკმა 30$ მილიონი გაყიდა

დღეს, 9 ოქტომბერს, გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. შედეგად, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა ხვალისთვის 3.2168 შეადგინა, რაც 0.0065-ით ნაკლებია დოლარის დღევანდელ ოფიციალურ კურსთან შედარებით.

ოქტომბრის თვეში ეროვნული ბანკი ამერიკული დოლარის რეზერვებს უკვე მეორედ ყიდის. მანამდე, 2 ოქტომბერს სებმა 20 მილიონი დოლარი გაყიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი