ახალი ამბებირეკლამა

ვითიბი ბანკი ქართული ფეხბურთის #1 ქომაგია

8 ოქტომბერი, 2020 • 1176
ვითიბი ბანკი ქართული ფეხბურთის #1 ქომაგია

ვითიბი ბანკი, როგორც ქართული ფეხბურთის №1 ქომაგი, ერთა ლიგის ნახევარ ფინალური მატჩის წინ, ფეხბურთელებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. სპეციალურად ამ დღისთვის, დამზადდა ნაკრების ყველა მოთამაშის მინი ქანდაკება, რომელიც სხვა სუვენირებთან ერთად გადაეცა ფეხბურთელებს. 

ასევე ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ონლაინ მაღაზიაში არსებული პროდუქციის განახლებაც მოხდა. მნიშვნელოვანი მატჩის წინ, გულშემატკივარს შეუძლია შეიძინოს ატრიბუტიკა ეროვნული ნაკრების სიმბოლიკით, ოფიციალური ეკიპირება და აქსესუარები. ონლაინ მაღაზიაში ბავშვებისთვის შექმნილი პროდუქციაც არის წარმოდგენილი.

შეგახსენებთ რომ ეროვნული ნაკრების ქომაგებისთვის ვითიბი ბანკის  ოფიციალურ facebook და Instagram გვერდებზე წამახალისებელი კამპანია #ჩვენისუპერგმირები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ყოველკვირეულად, იდება ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების „გასუპერგგმირებული“ პორტრეტები. გამარჯვებულები ბანკისგან საჩუქრად მიიღებენ სამახსოვრო ბრენდირებულ მაისურებს, ჩანთებს და სხვა სუვენირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი