ახალი ამბები

გრიპის ვაქცინის დეფიციტი არ იქნება, პანიკის აუცილებლობა არაა — გახარია

7 ოქტომბერი, 2020 • 1436
გრიპის ვაქცინის დეფიციტი არ იქნება, პანიკის აუცილებლობა არაა — გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დეციფიტი არ იქნება და პანიკის საფუძველი არაა. ამის შესახებ მან დღეს, 7 ოქტომბერს, ისაუბრა.

მისი თქმით, მთავრობამ რისკჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე შეისყიდა და დამატებითი დოზის შესყიდვაც დაწყებულია. როგორც გახარიამ აღნიშნა, გრიპის სეზონის დაწყებამდე მთავრობას საკმაო დრო აქვს, რომ კერძო სექტორს ვაქცინის შემოტანაში დაეხმაროს.

“დღეს გლობალურად დეფიციტი შეიქმნა, გასაგები დეფიციტია — მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. თუმცა, მთავრობას შესაბამისი უწყებების საშუალებით შარშანდელზე ბევრად მეტი რაოდენობა აქვს შესყიდული და ამ შესყიდული რაოდენობის მოწოდება შემდეგი კვირიდან ეტაპობრივად დაიწყება. ჩვენ დამატებითი მოცულობების შესყიდვაც განვახორციელეთ და ეტაპობრივად ვაგრძელებთ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ გრიპის ვაქცინის დეფიციტი ქვეყანაში არ იქნება, ოღონდ ამას სჭირდება ეტაპობრივი მიდგომა და არ არის აქ პანიკის დაწყების აუცილებლობა. გრიპის სეზონი ჯერ არ დაწყებულა, გრიპის სეზონი იწყება ნოემბრის მეორე ნახევრიდან და, შესაბამისად, საკმაო დრო გვაქვს იმისთვის, რომ კერძო სექტორსაც მივეხმაროთ და სახელმწიფოს ვალდებულებები სრულად შევასრულოთ”, — განაცხადა გახარიამ.

ამ დროიასთვის სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებში ხელმისწავდომი არ არის.

გრიპის ვაქცინა არ იშოვება – როდიდან შეივსება მარაგები?

მასალების გადაბეჭდვის წესი