ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პუტინმა და ალიევმა ყარაბაღის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს – რუსული მედია

7 ოქტომბერი, 2020 • 1374
პუტინმა და ალიევმა ყარაბაღის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს – რუსული მედია

აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარში მთიან ყარაბაღში შექმნილი სიტუაცია განიხილეს. ინფორმაციას რუსული მედია, რია ნოვისტი ავრცელებს. 

ოფიციალური ცნობითვე, ეს არის პირველი საუბარი ორი ქვეყნის ლიდერს შორის მას შემდეგ, რაც ყარაბაღში 27 სექტემბერს შეტაკებები დაიწყო.

“სატელეფონო საუბარში ქვეყნების ლიდერებმა სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის გარშემო არსებული საკითხები განიხილეს და აზერბაიჯანულ-რუსული ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს”, – ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ამასთან, როგორც რია ნოვოსტი წერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტს დაბადების დღე მიულოცა, რუსეთს აღორძინება, განვითარება, მას კი კარგი ჯანმრთელობა უსურვა.

27 სექტემბერს, ყარაბაღში  სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს შორის საუბარი გუშინ, 6 ოქტომბერს, სომხური მხარის ინიციატივით შედგა.

4 სისტემური ცვლილება ყარაბაღის კონფლიქტში

მასალების გადაბეჭდვის წესი