ახალი ამბები

თბილისში ცოლ-ქმრის დაღუპვის მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის ნამწვი გახდა

3 ოქტომბერი, 2020 • 779
თბილისში ცოლ-ქმრის დაღუპვის მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის ნამწვი გახდა

თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 70 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც მეზობლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, მოხუცი წყვილი სამი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა, რის შემდეგაც ბინაში მათი ახლობელი შევიდა და გარდაცვლილები აღმოაჩინა.

“თბილისის ენერჯის” წარმომადგენლის თქმით, მათ აღნიშნული ბინა 2019 წლის შემოდგომაზე შეამოწმეს, მაგრამ საეჭვო გარემოებები არ აღმოუჩენიათ, დღევანდელი შემოწმებისას კი საცხოვრებელში კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი იპოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი