ახალი ამბები

წინანდალში ავტომობილის დაჯახების შედეგად ქვეითი დაიღუპა

3 ოქტომბერი, 2020 • 789
წინანდალში ავტომობილის დაჯახების შედეგად ქვეითი დაიღუპა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ახალგაზრდა კაცი ადგილზე დაიღუპა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ავტოავარიის მსხვერპლი გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.

ნეტგაზეთი ფაქტის შესახებ დამატებით ინფორმაციას ელოდება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი