ახალი ამბები

გიორგი ვაშაძემ “სტრატეგია აღმაშენებლის” პარტიული სიის ოცეული წარადგინა

3 ოქტომბერი, 2020 • 2386
გიორგი ვაშაძემ “სტრატეგია აღმაშენებლის” პარტიული სიის ოცეული წარადგინა

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს, 3 ოქტომბერს, თბილისში, მეტეხის ტაძრის მიმდებარედ, პარტიული სიის ოცეული წარადგინა.

ვაშაძის თქმით, მისი გუნდის წევრები არიან ახალი სახეები, რომლებიც რეალურად შეცვლიან ქვეყანას. “სტრატეგია აღმაშენებლის” სიის ოცეული ასე გამოიყურება:

  1. გიორგი ვაშაძე
  2. თაკო ჩარკვიანი
  3. პაატა მანჯგალაძე
  4. თეონა აქუბარდია – უსაფრთხოების ექსპერტი
  5. ბესო ბარქაია – ეკონომისტი და ფინანსისტი
  6. სერგო ჩიხლაძე – ჯანდაცვის სპეციალისტი
  7. დავით ცეკვავა
  8. თეონა ჭალიძე – “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი დამფუძნებელი
  9. ლევან ჭიჭინაძე – ეკონომისტი
  10. გია თევდორაძე – “სტრატეგია აღმაშენებლის” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ქუთაისის ყოფილი მერი
  11. გიორგი ცობეხია – იურისტი
  12. ნანა ტოხვაძე – ფილოლოგი
  13. თამთა შამათავა – თსუ-ის ჟურნალისტიკის მაგისტრი
  14. დავით თოფურია – თეოლოგი, აბაშის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე
  15. მანანა ჯებაშვილი – ექიმი, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
  16. ანა კობახიძე – იურისტი
  17. ლაშა დიაროვი – იურისტი
  18. თამილა ჯაფარიძე – ფილოლოგი, პუბლიცისტი
  19. გიორგი ხაბურზანია – იურისტი, სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრის დამფუძნებელი
  20. ედნარ მგელაძე – ინფორმაციის აღრიცხვისა და ანალიზის სპეციალისტი, რეესტრის ყოფილი თანამშრომელი

მასალების გადაბეჭდვის წესი