ახალი ამბები

მეწყერში მოყოლილ 5 ადამიანს ისევ ეძებენ

2 ოქტომბერი, 2020 • 1463
მეწყერში მოყოლილ 5 ადამიანს ისევ ეძებენ

პირველ ოქტომბერს, გვიან ღამით, ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყერი ჩამოწვა. მეწყერმა  ერთი საცხოვრებელი სახლი და ერთი ავტომანქანა ჩაიყოლა. წინასწარი  ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, ორი ადამიანი კი- ავტომობილში.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ამ დრომდე დაკარგული ადამიანების პოვნა ვერ მოხერხდა.

დამეწყრილი ტერიტორია სრულად არის მიწით დაფარული, ისე, რომ იმ ადგილას სახლის არსებობის არანაირი ნიშანი არ ჩანს.

ამ ადგილას ჯერ კიდევ გუშინ საავტომობილო გზა იყო ფოტო: ჯაბა ანანიძე/ბათუმელები

დაახლოებით ამ ადგილას იყო სახლი, რომელიც მეწყერმა ჩაიტანა ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელები

https://www.facebook.com/batumelebi/videos/256538562319123/

 

დაახლოებით ამ ადგილას იყო სახლი, რომელიც მეწყერმა ჩაიტანა ფოტო: ჯაბა ანანიძე/ბათუმელები

დამეწყრილი ადგილი ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელები

მასალების გადაბეჭდვის წესი